Belive

რამოსმა წელს ბევრ ტოპ თავდამსხმელზე მეტი გოლი გაიტანა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სერხიო რამოსი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩული ფიგურაა. მისდამი საფეხბურთო სამყაროში ორი გრძნობა არსებობს: სიყვარული და სიძულვილი. თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ სერხიო რამოსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ყველა გუნდური საფეხბურთო ტიტულის მფლობელი ფეხბურთელია, რომელიც დაცვითი ხაზის გარდა, შეტევაშიც შესანიშნავად თამაშობს. 32 წლის ცენტრალურ მცველს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, 16 გოლი აქვს გატანილი - დიახ, 16 გოლი. ქვემოთ მოცემულია ცნობილი შემტევი ფეხბურთელები, რომლებსაც მიმდინარე სეზონში რამოსზე ნაკლები გოლი აქვთ გატანილი.
  • მაურო იკარდი (ინტერი): 16
  • გარეთ ბეილი (რეალი): 16
  • ედინ ჯეკო (რომა): 15
  • მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი): 15
  • რობინ ვან პერსი (ფეიენოორდი): 14
  • ოსმან დემბელე (ბარსელონა): 14
  • პოლ პოგბა (მანჩესტერი): 14
  • დრის მერტენსი (ნაპოლი): 13
  • ენტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი): 11
  • ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი): 11
  • ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა): 10
  • ტომას მიულერი (ბაიერნი: 7
  • მარიო ბალოტელი (მარსელი): 5
  • არიენ რობენი (ბაიერნი): 5
  • ფრენკ რიბერი (ბაიერნი): 5
  • დიეგო კოშტა (ატლეტიკო): 4

სერხიო რამოსს ჯორჯო კილინი მსოფლიოში საუკეთესო მცველს უწოდებს: "ადრე რამოსს გოლი თამაშიდან გაჰქონდა, ახლა იგი პენალტებსაც ურტყამს. ის არის ნამდვილი ლიდერი - როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა. გასულ სეზონში ჩვენ "რეალს" ბოლო წუთამდე 0:3-ს ვუგებდით, თუმცა დარმწუნებული ვარ, რამოსი რომ მოედანზე ყოფილიყო, ასე არ იქნებოდა," აღნიშნა კიელინიმ.

SOCCER: MAR 23 European Championships gruop F qualifying - Norway at Spain

სხვა სტატიები