რამოსს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 200 მატჩის ჩატარება სურს

324
ნახვა

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, სერხიო რამოსი ახალ რეკორდს უმიზნებს.

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 200 მატჩის ჩატარება სურს.

8 სექტემბერს რამოსმა ეროვნულ ნაკრებში 167-ე შეხვედრა ჩაატარა და ამით იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა. ესპანეთის ნაკრებმა ფარერის კუნძულების ნაკრებს 4:0 მოუგო.

“მე ვიცი, რომ შემიძლია კიდევ დიდხანს ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში” – განაცხადა რამოსმა.

სერხიო რამოსს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა. 167 შეხვედრაში მას 21 ბურთი აქვს გატანილი.

 

(324)

რამოსს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 200 მატჩის ჩატარება სურს

სტატიის ავტორი
-