Belive

რანდერსის პრეზიდენტი: "შევეცდებით, რომ საბა გავყიდოთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ საბა ლობჟანიძე "რანდერსის" რიგებს დატოვებს. როგორც მოგეხსენებათ, დანიურ პრესაში "ბრონდბიუს" ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესის შესახებ დიდი ხანია იწერება. "რანდერსის" პრეზიდენტმა, სორენ პედერსენმა განაცხადა, რომ გუნდი საბას გაყიდვას შეეცდება. "სპორტული კუთხით ჩვენ ის გუნდი გვყავს, რომელიც გვინდოდა, მაგრამ ასევე ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, გავყიდოთ ფეხბურთელები. ლობჟანიძის სამსახურით ბევრი გუნდია დაინტერესებული და ჩვენ შევეცდებით, რომ მისგან ფინანსური სარგებელი ვნახოთ," - თქვა პედერსენმა. საბა ლობჟანიძეს "რანდერსთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უმთავრდება. დანიურ კლუბი შეეცდება, რომ რომ 24 წლის ქართველი უფასოდ არ გაუშვას.

სხვა სტატიები