Belive

რანიერი: "დე როსი დიდი მწვრთნელი გახდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ "რომას" ლეგენდარული მცველი კლაუდიო რანიერი წარმატებული მწვრთნელი გახდება. "დე როსი მოედანზე უკვე მწვრთნელი იყო. სათადარიგო სკამთან გადანაცვლება და გუნდის იქიდან ხელმძღვანელობა სხვა საკითხია, თუმცა მას ყველა საჭირო თვისება აქვს იმისთვის, რომ დიდი მწვრთნელი გახდეს. იგი მამისგანაც კარგ რჩევებს მიიღებს. "რომაში" მისი ბოლო მატჩის დღე ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და ამ საქმის კეთებას სწორედ ამ ემოციების გამო ვაგრძრლებ. მე ბავშვობაში "რომას" ვგულშემატკივრობდი. შემდეგ გავიზარდე და გავხდი პროფესიონალი მწვრთნელი, მაგრამ ის ბავშვი ყოველთვის ცოცხლობს ჩემში",-თქვა 68 წლის სპეციალისტმა. ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა "ჯალოროსიში" 2002-19 წლებში ითამაშა, 616 მატჩი ჩაატარა, 63 გოლი გაიტანა და 3 ტიტული მოიგო.

სხვა სტატიები