Belive

რაფაელ ნადალმა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ რონალდო დაასახელა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნადალი მადრიდის "რეალის" გულშემატკივარია და კრიშტიანუ რონალდუსთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. Tennis World-თან საუბრისას ნადალმა განაცხადა:
"ძალიან რთული კითხვაა, თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ საუკეთესო რონალდოა. კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი საოცარი დონეზე თამაშობენ, თუმცა ჩემთვის საუკეთესო ბრაზილელი "ფენომენია". ის საოცარი მოთამაშე იყო მიუხედავად უმძიმესი ტრავმებისა, როდესაც ფორმის პიკში იმყოფებოდა, მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო, ის ნამდვილი გენიოსია."
ნადალმა აღნიშნა, რომ მესი და რონალდუ თავიანთი თაობის საუკეთესო მოთამაშეები არიან, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ყველა დროის იდეალი იყო. რონალდოს "ოქროს ბურთი" 2-ჯერ აქვს მოგებული (1997,2002), ასევე მან 2-ჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად (1994, 2002). 2020 წელს ნადალმა "როლან გაროსი" მეცამეტედ მოიგო და როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა, ახლა ორ ლეგენდარულ ჩოგბურთელს უკვე 20-20 დიდი სლემი აქვთ მოგებული.

სხვა სტატიები