Belive

რაფაელა პიმენტა: "ერლინგი იქნება პირველი ფეხბურთელი, რომელშიც £1 მილიარდს გადაიხდიან"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერლინგ ჰოლანდის აგენტის თქმით, ნორვეგიელი პირველი ფეხბურთელი იქნება, რომლის სანაცვლოდაც მალე 1 მილიარდ ფუნტს გადაიხდიან.

Sky Sport-თან ინტერვიუში, რაფაელა პიმენტამ თამამად აღნიშნა, რომ ერლინგ ჰოლანდში მალე გუნდები 1 მილიარდ ფუნტს გადაიხდიან.

" თუ შევაჯამებთ ყველა იმ ღირსებას, რაც ერლინგს გააჩნია ჩემი წინადადება სრულიად ლოგიკურია. ვფიქრობ ის იქნება პირველი ფეხბურთელი, რომელშიც 1 მილიარდ ფუნტს გადაიხდიან."

ჰოლანდმა "სიტიში" გადასვლის შემდეგ, სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. "დორტმუნდიდან" წასვლის შემდეგ, ერლინგმა "ქალაქელთა" რიგებში 20 გოლი გაიტანა. ნორვეგიელი გოლების მანქანისთვის ინგლისელებმა £51 მილიონი გადაიხადეს.

სხვა სტატიები