Belive

რაფინია ინტერთან მატჩის შემდეგ: "ასეთი თამაშები მოტივაციას მმატებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, რაფინიამ, "კამპ ნოუზე" "ინტერთან" მოგებული მატჩის შემდეგ (2:0) კომენტარი გააკეთა: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძირითადში მოვხვდი. გუნდმა ჩემი გოლის დახმარებით შეძლო მოგება, ასეთი საღამოები მოტივაციას მიმაღლებს. "ბარსელონამ" ძლიერი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, რაც დამაჯერებლობას გვმატებს. წინ "ელ კლასიკო" გველის და თითოეული ჩვენგანი ბრძოლისთვის მზადაა", - განაცხადა მან. რაფინიამ ძირითადში ადგილი ტრავმირებული მესის ნაცვლად ითამაშა, რომელსაც ხელი აქვს დაზიანებული. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის დაპირისპირება შაბათს, 28 ოქტომბერს გაიმართება. "არსელონას" ქომაგებისთვის სამწუხაროდ, მატჩში მონაწილეობას კაპიტანი და მთავარი დამრტყმელი ძალა ვერ მიიღებს.  

სხვა სტატიები