Belive

რაფინია: ,,ნეიმარის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ბრაზილიელად დაიბადა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რაფინიამ, ,,სელესაოს'' იმ ქომაგებს უპასუხა, რომლებსაც ნეიმარის ტრავმა ,,გაუხარდათ'':

,,არგენტინის გულშემატკივრები მესის ისე ეპყრობიან, როგორც ღმერთს. პორტუგალიელი გულშემატკივრები რონალდუს ისე ეპყრობიან, როგორც მეფეს. ბრაზილიელ გულშემატკივრებს კი უხარიათ, რომ ნეიმარმა ფეხი დაიზიანა.

სამწუხაროდ, ნეიმარის კარიერაში ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ბრაზილიელად დაიბადა. ეს ქვეყანა მის ნიჭსა და ფეხბურთს არ იმსახურებს,'' - რაფინიას სიტყვებს Globo ციტირებს.

სერბეთთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ვეღარ დაეხმარება.

,,სელესაო” მომდევნო მატჩს ორშაბათს, 28 ნოემბერს, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები