Belive

რას აკეთებდა ბეილი რეალი ტოტენჰემის მატჩის დროს?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" შემტევი, გარეთ ბეილი საკუთარი გუნდის თამაშს არ დაესწრო. მაშინ როდესაც "რეალმა" აუდის თასზე მიუნხენში "ტოტენჰემთან" 1:0 წააგო, ბეილი მადრიდში იმყოფებოდა და გოლფს თამაშობდა. ზინედინ ზიდანმა ის განაცხადში არ შეიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბეილს "რეალის" თამაშისთვის არ უყურებია და მეტიც, არც კი დააინტერესა. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უელსელი თავს კარგად ვერ გრძნობდა.
"ბეილი თავს კარგად ვერ გრძნობდა და ამიტომაც მიუნხენში არ გამოემგზავრა. ბეილმა კონსულტაცია გაიარა ექიმთან და ამის შემდგომ გადაწყვიტა მადრიდში დარჩენა" - განაცხადა ზიდანმა.
ბოლო პერიოდში ნათელია, რომ ბეილი "რეალში" თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს. ჩინურმა კლუბმა, "ძიანსუმ" უელსელ შემტევს კოლოსალური ხელფასი შესთავაზა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა და ბეილი ჯერ კიდევ "რეალის" ფეხბურთელია.

სხვა სტატიები