Belive

რას ამბობდა კრიშტიანუ რონალდუ სიტიში გადასვლის შესახებ?!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული და იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი მუდამ აქტუალურია - რონალდუს საკუთარ გუნდში ხილვით, სხვადასხვა დროს არაერთი გრანდი დაინტერესდა. "მანჩესტერ სიტი" კრიშტიანუ რონალდუს შეძენით უახლოეს წარსულშიც ინტერესდებოდა. გავიხსენოთ, რა განცხადება გააკეთა "სიტიში" გადასვლის თაობაზე, რონალდუმ რამდენიმე წლის წინ:
Untitled

"ვითამაშო "მანჩესტერ სიტიში" და არა "მანჩესტერ იუნაიტედში"? ასე არასდროს მოვიქცევი! რატომ? იმიტომ, რომ ჩემი გული "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის." "შემიძლია გითხრათ, რომ "მანჩესტერ სიტიში" თამაში "მანჩესტერ იუნაიტედის" გამო ძალიან,ძალიან,ძალიან,ძალიან,ძალიან რთული იქნება. ფიქრობთ, რომ 30 წლის ასაკში ფული აზრს შემაცვლევინებს?" "ასე არ ვფიქრობ. ამ გადაწყვეტილებას არასდროს მივიღებ. ფულს, რომ მნიშვნელობას ვანიჭებდე სათამაშოდ ყატარში წავიდოდი და გაცილებით უფრო მეტ ანაზღაურებას მივიღებდი. ფეხბურთი ფული არ არის - არამედ ვნება", - აღნიშნა რონალდუმ. 
 

სხვა სტატიები