Belive

რას გეგმავს მანჩესტერ სიტი ლეო მესისთან დაკავშირებით

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sportbible-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" კატალონიის "ბარსელონას" შემტევის, ლეო მესის გადაბირებას კვლავ შეეცდება. "ქალაქელები" "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელთან მოლაპარაკებების დაწყებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებენ. როგორც იცით, "ლა პულგას" "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისში ეწურება, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება იანვარში შეეძლება. პეპ გვარდიოლას გუნდს ლიონელის შეძენა გასულ ზაფხულშიც სურდა, როდესაც თავად ფეხბურთელი "ბარსას" ხელმძღვანელობას კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე ბიუროფაქსით ეკონტაქტებოდა. საბოლოოდ, მესის ხელშეკრულების ერთ-ერთმა პუნქტმა საშუალება არ მისცა, რომ კლუბი უფასოდ დაეტოვებინა. მის მსურველთა სიაში ფავორიტად სწორედ "მანჩესტერ სიტი" მოიაზრება.

სხვა სტატიები