Belive

რას გეგმავს ვალენსია ახალ სეზონში მეკარის პოზიციაზე?

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ესპანური გამოცემა as.com-ი 2022/23 წლების სეზონში "ვალენსიას" მეკარის პოზიციაზე სავარაუდო სიახლეების შესახებ წერს და მათ შორის ყურადღებას საქართველოს ნაკრების მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ამახვილებს.
"გარდა სილესენის გაყიდვისა და მამარდაშვილის კონტრაქტის განახლებისა, კლუბი ელოდება, რომ გატუზო ხაუმეს და რივეროს მდგომარეობასაც შეაფასებს. სავარაუდოა, რომ "ვალენსია" ეძებს ვეტერან მეკარეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ კლუბი ვერანაირ სატრანსფერო ოპერაციას ვერ განახორციელებს იქამდე, ვიდრე გედეშს ან სოლერს არ გაყიდის. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ დიახაბი წავა - კლუბი, როგორც ფლანგზე, ისე დაცვის ცენტრში რამდენიმე ფეხბურთელის ძებნას დაიწყებს. https://www.live.ge/fexburti/akhali-kontraqti-da-100-milioni-valensia-da-mamardashvili-shethankhmdnen/ ამდენი მოთხოვნილებით და კლუბის შეზღუდული ეკონომიკური სახსრებით, ძნელია იფიქრო, რომ "ვალენსია" გაძლიერდება მეკარის პოზიციაზე ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, მაგრამ დღეს ორგანიზაციაში არსებობს გეგმა, რომლითაც, გარემოებიდან გამომდინარე, მათ შეუძლიათ საკუთარ მიზნებს მიაღწიონ. ნაწილობრივ, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ახლა კლუბი ზედმეტად არის მეკარის პოზიციაზე კონცენტრირებული. მამარდაშვილის, სილესენის, ხაუმესა და რივეროს მონაწილეობით კლუბს თავისი მიზანი უფრო გამოკვეთილი აქვს, თუმცა გუნდში ცვლილებები და გადაადგილებები მაინც მოსალოდნელია. ნათამაშები წუთების მიხედვით, მამარდაშვილის თავს ეჭვი არ არსებობს: ის არის ფსონი. როგორც AS-მა გამოავლინა, მეკარემ და კლუბმა მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის განახლებაზე. "ვალენსია" ყველანაირად ცდილობს სილესენის გაშვებას, თუნდაც ეს ზარალის მიღებას გულისხმობდეს. ეს საშუალებას აძლევს "ვალენსიას" დაზოგოს მეკარისთვის გადასახდელი თანხა. სათამაშო დროის სიმცირის გამო, "ღამურების" დატოვება სილესენსაც სურს. კიპერის მიზანია მოძებნოს ისეთი კლუბი, რომელშიც სათამაშო პრაქტიკა მუდამ ექნება, რადგან მუნდიალზე ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიიღოს. https://www.live.ge/fexburti/giorgi-mamardashvili-gatuzom-mithkhra-rom-pirvel-mekared-ganmikhilavs/ მამარდაშვილისთვის კონკურენციის გაწევა ხაუმეს და რივეროსაც სურთ. დომენიკი კლუბში დარჩენას აპირებს, რადგან ეს მისი ნებაა, გასახდელში ერთ-ერთი ლიდერია და გატუზოს დარწმუნების იმედი აქვს. რივერო, თავის მხრივ, ზამთარში წავიდა იმ რამდენიმე წუთის საძებნელად, რომელიც "ალკორკონში" ვერ იპოვა და იმის მიხედვით, თუ რა როლი უნდა დაიკავოს გუნდში, შესაძლოა გუნდი ისევ დატოვოს. ასეთია რეალობა ... ყველაფერი რინო გატუზოს კრიტერიუმებზე იქნება დამოკიდებული. იტალიელს სურს  ყველა მეკარე ნახოს მოედანზე და საკუთარი ხედვით შეაფასოს, რის შემდეგაც ყველაფერი ნათელი გახდება. თუ იტალიელი გადაწყვეტს, რომ კარში "რაღაც მეტია" საჭირო, კლუბი უკვე ამზადებს ბაზარზე მოლაპარაკებებს ვეტერანი მეკარისთვის მამარდაშვილის შესათავსებლად და ერთ-ერთი სახელი, რომელსაც ისინი შეეხნენ, "კრისტალ პალასის" ვისენტე გუაიტაა", - წერს ესპანური გამოცემა.  https://www.live.ge/fexburti/mamardashvili-ormagad-motivirebuli-var-ratha-akhali-sezoni-tsinaze-gatsilebith-ukethesi-iqhos/
21 წლის გიორგი მამარდაშვილმა 2021/22 წლების სეზონში, “ვალენსიას” მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 22 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები