Belive

რას შეცვლის გრიზმანი ბარსელონაში - ვალვერდემ მომავალი სეზონისთვის შემტევი ტრიო დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მომავალი სეზონისთვის შეტევა დაალაგა და ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ძირითად შემტევ ტრიოს შეადგენენ. ესპანური წყაროს, Cadena SER-ის ინფორმაციით, გუნდის ახალწვეული, ანტუან გრიზმანი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს და მასთან ერთად შეტევას დემბელე და მესი გააძლიერებენ. ესპანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, გუნდის მთავარი 9-იანი, ლუის სუარესი ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს. გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი კი პოზიციებს ხშირად გაცვლიან. ზოგჯერ ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე მესი ითამაშებს და ამ დროს მარჯვენა შემტევად გრიზმანი იქნება, ზოგჯერ კი პირიქით. რაც შეეხება დემბელეს, ფრანგი შემტევი სტაბილურად შეტევის მარცხენა ფლანგზე ითამაშებს. წინა სეზონებისგან განსხვავებით, ვალვერდე 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს.

სხვა სტატიები