Belive

რაში დახარჯა რამოსმა პირველი ხელფასი?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა და გაახმაურა, თუ რაში დახარჯა პირველი ხელფასი. 33 წლის ცენტრალურმა მცველმა პირველი გასამრჯელოთი ბებიას სამზარეულოსა და საძინებლისთვის განკუთვნილი ავეჯი შეუძინა. რამოსი "სევილიას" აკადემიის აღზრდილია და პროფესიონალურ დონეზე პირველად 2004 წლის იანვარში ითამაშა. 2005 წლის აგვისტოში, ესპანელი "სამეფო კლუბში" გადაბარგდა და გუნდის მიერ არაერთი ტიტულის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მათ შორის ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის. რამოსი ორჯერ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონიცაა.

სხვა სტატიები