Belive

რაშფორდი: "ოთხეულში მოხვედრა შეუძლებელი არ არის" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი მიიჩნევს, რომ მიუხედავად სეზონის არასტაბილური სტარტისა, მის გუნდს აქვს შანსი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს. "საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა რთული ამოცანაა, მაგრამ არა მიუღწევადი. ახლა კონკურენტებზე ყურების დრო არ არის, მხოლოდ საკუთარ თავზე და ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.  განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საშინაო მატჩებზე. "ოლდ ტრაფორდი" განსაკუთრებული ადგილია. როცა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ, ნებისმიერ მეტოქეს ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევა ურთულდება. ბიჭებმა საკუთარი თავის რწმენა უნდა დაიბრუნონ",-თქვა ინგლისის ნაკრების ტალანტმა. "წითელ ეშმაკებს" 13 ქულა აქვთ და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები