Belive

რასისტულ სკანდალზე ლა ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლა ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში, "კადისი" "ვალენსიას" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეხვედრის 29-ე წუთზე ხუან კალა ("კადისი") და მუქტარ დიახაბი ("ვალენსია") ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. რამდენიმე წუთში დიახაბიმ თანაგუნდელებთან ერთად, პროტესტის ნიშნად, მოედანი დატოვა და შეხვედრა დროებით შეწყდა. მომხდართან დაკავშირებით, "ვალენსიას" კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთეს - ხოსე გაიამ და ხავი გრასიამ რასიზმი დაგმეს და მუქტარ დიახაბის მხარდაჭერა გამოუცხადეს. გაიას მტკიცებით, დიახაბი საშინელი შეურაცხყოფის გამო განადგურებულია. ინციდენტის შესახებ, ლა ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა - ესპანური ფეხბურთის მმართელი ორგანო ასევე გმობს რასიზმის ყოველგვარ გამოვლინებას.

"ლა ლიგა რასიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას გმობს. რასიზმის თუნდაც უმნიშნვნელო გამოვლინებას უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ კლუბებთან და მთავარ არბიტრებს მკაცრ დირექტივებს ვაძლევთ, რათა ჩვენს ჩემპიონატში თანასწორობისა და პატივისცემის სტანდარტები უმაღლეს დონეზე იქნას დაცული", - აღნიშნულია ლა ლიგის განცხადებაში. ინციდენტს "კადისის" ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა: "ქსენოფობიისა და რასიზმის ყოველგვარ გამოვლინებას ვგმობთ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის შემჩნეული და იქნება თუ არა ის ჩვენი გუნდის წევრი - ჩვენ რასიზმს ვემიჯნებით. რასიზმის გამოვლინებაში შემჩნეული ნებისმიერი პირი მკაცრად უნდა დაისაჯოს.

სხვა სტატიები