Belive

რასიზმის მორიგი ფაქტი ფეხბურთში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გასულ კვირას ლონდინის "ჩელსიმ" ევროპა ლიგის საპასუხო მატჩში "დინამო კიევი" 5:0 გაანადგურა. როგორც ცნობილი გახდა, უკრაინული გუნდის ფანები მატჩის მიწურულს "ჩელსის" ფეხბურთელს, კალუმ ჰუდსონ-ოდოის რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ინგლისელთა კაპიტანმა, ცესარ ასპილიკუეტამ თამაშის მთავარ არბიტრს შეატყობინა, რომ კიევური გუნდის ფანები მაიმუნის ხმებს გამოსცემდნენ. ცნობილია, რომ "ჩელსიმ" UEFA-ს "დინამოს" გულშემატკივრის მიმართ ოფიციალური საჩივრით უკვე მიმართა.

სხვა სტატიები