Belive

რატომ არ დაესწრო კახა ცხადაძე ვილი სანიოლისთან შეხვედრას?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა და "დინამო თბილისი" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტი რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის იმას, თუ რატომ ვერ დაესწრო შეხვედრას, რომელზეც ეროვნული გუნდის თავკაცი, ვილი სანიოლი ეროვნული ლიგის კლუბების დამრიგებლებს შეხვდა. "სანიოლთან კარგი და სასურველი შეხვედრა იყო, რადგან აუცილებელია, რომ გუნდებისა და ნაკრების მწვრთნელებს შორის კომუნიკაცია ჩამოყალიბდეს. სამწუხაროდ, მე არ ვიყავი, რადგან მოხდა ისე, რომ ამ შეხვედრაზე გაფრთხილებული იყო გიორგი ნემსაძე, მე კი „დინამოში“ სულ ერთი დღის დანიშნული გახლდით და ამ შეხვედრის საქმის კურსში არც ვიყავი. გუნდში ორი ვარჯიში მქონდა – დილით და საღამოს, გიას კი პირადი პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ვერ მივიდა. მომავალში ასეთი შეხვედრა რომ იქნება, აუცილებლად დავესწრები, რადგან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ნაკრების მწვრთნელმა გუნდებისგან ინფორმაციები უნდა მიიღოს. მეორეც, ნაკრების მწვრთნელმა კლუბების აზრი ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, ხოლო კლუბებმა – მისი აზრი", - თქვა 52 წლის სპეციალისტმა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა რუმინეთი სტუმრად, ქალაქ პლოიეშტში - 2:1 დაამარცხა. თავი სადებიუტო გოლებით გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გამოიჩინეს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები