რატომ არ გადავიდა ბელამი მანჩესტერ იუნაიტედში?

სახელოვანმა უელსელმა ფეხბურთელმა კარიერის უკანასკნელი წლები “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულში” გაატარა. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ბელამი ტრავმებმა გააწამა, რის გამოც 2003 წელს, ერტ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დადგა.

2003 წელს, ჯერ კიდევ “ნიუკასლის” რიგებში მოასპარეზე ბელამის მიმართ “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენდა დაინტერესებას. ტრანსფერის განხორციელებას პრაქტიკულად არაფერი ახერხებდა, თუმცა ბელამიმ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი განაცხადა.

Sky Sports-თან საუბარში 40 წლის უელსელმა აღნიშნული პერიოდი გაიხსენა და მისი გადაწყვეტილება ახსნა: “იმ წელს მალაიზიაში, საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ ვიმყოფებოდით. მონაწილეობას “ნიუკასლი”, “ჩელსი”, “ბირმინგემი” და ერთ-ერთი მალაიზური კლუბი იღებდნენ. მახსოვს ფინალში “არისტოკრატებს” დავუპირისპირდით და თერთმეტმეტრიანების სერიაში დავმარცხდით.

მატჩის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით და ოთახიდან არ გამოვსულვარ. მთელი ღამე ვერ დავიძინე. იმდენად გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი რომ დაძინება არ შემეძლო. ვგრძნობდი, რომ ტრავმები და ტკივილი ძალიან მიშლიდა ხელს მეთამაშა იმ დონეზე, რომელსაც ჩემგან ელოდნენ და რომელიც მე მსურდა.

ჩემს მიმართ დაინტერესებას “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენდა. მანჩესტერული გრანდის მესვეურებს ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში სურდათ. მე უარი განვაცხადე – ვგრძნობდი, რომ შექმნილი სიტუაციიდან და ტკივილიდან გამომდინარე “მანჩესტერ იუნაიტედში” მოთამაშე ფეხბურთელებს კონკურენციას ვერ გავუწევდი. თავს საშინლად ვგრძნობდი. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ჩემი კარიერა ასე შეიძლებოდა განვითარებულიყო – ტკივილის გამო სპრინტზე უარს ვამბობდი. აჩქარების სურვილიც არ მქონია, რადგან მომენტალურად უდიდეს ტკივილს ვგრძნობდი.”

(47)

რატომ არ გადავიდა ბელამი მანჩესტერ იუნაიტედში?

სტატიის ავტორი
-