Belive

რატომ არ ითამაშა ნიკა ჭანტურიამ საბურთალოსთან მატჩში?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში, თბილისური დერბი შედგა - "საბურთალომ" და "ლოკომოტივმა", "მიხილე მესხზე", უგოლო ფრე ითამაშეს. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "რკინიგზელთა" ვიცე-კაპიტანს და ერთ-ერთ ლიდერს ნიკა ჭანტურიას. მატჩის შემდეგ, ცენტრალური მცველის მდგომარეობის შესახებ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვკითხეთ, რომელმაც თქვა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო. "მატჩის წინა დღეს გამართულ ვარჯიშზე ნიკა ჭანტურიამ ტვინის შერყევა მიიღო. თუ რა სიმძიმისაა ეს დაზიანება, უახლოეს დღეებში გაირკვევა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მოედანზე დაბრუნებას მალე მოახერხებს", - თქვა ჭიაბრიშვილმა მატჩის შემდეგ. "ლოკომოტივს" 6 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას თბილისური კლუბი 25 ივლისს, "თელავთან" ჩაატარებს.

სხვა სტატიები