Belive

რატომ არის იუნაიტედის ტრავმების ეპიდემია მოურინიოს ბრალი?!

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედში" ტრავმების ეპიდემიაა. ოლე გუნარ სოლსკიაერს ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელი დაემტვრა. ინგლისურმა გამოცემამ - Goal.Com აღნიშნული პრობლემა "იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს დააბრალა. სტატიაში საუბარია რამდენიმე მთავარ მიზეზზე. პირველ რიგში ნათქვამია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას არ აძლევდა. ამასთან ერთად, როგორც ჩანს, სოლსკიაერისგან განსხვავებით, მოურინიოს ტაქტიკაში არ შედიოდა ბევრი სირბილი. გადაადგილება ბურთთან ერთად, და მის გარეშე. "ჩემს გუნდებში ტრავმიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია," - ამბობდა მოურინიო იუნაიტედში მისვლისას. ამას ადასტურებს ისიც, რომ რომ 2016/17 წლების სეზონში მანჩესტერელმა ფეხბურთელებმა ჯამში 4023.4 კმ. დაფარეს, რითაც პრემიერ ლიგაში მე-17 ადგილს იკავებდნენ. რაც შეეხება ბოლო სეზონს, "იუნაიტედის" მოთამაშეებმა სულ 4099.8 კმ. ირბინეს და ამ მაჩვენებლით, 20-გუნდიანი ჩემპიონატიდან მხოლოდ და მხოლოდ მე-19 ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება სოლსკიაერს, ნორვეგიელის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. ოლემ "იუნაიტედში" ჩატარებულ თავის სადებიუტო მატჩში "ფულემთან" (5:1) განაცხადა, რომ ფეხბურთელები უფრო ენერგიულები უნდა იყვნენ: "ერთადერთს, რასაც დღეს ვიტყვი არის ის, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელები მუდმივად უნდა მუშაობდნენ. არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობ, უნდა ირბინო მეტოქეზე მეტი, შენი უნარები კი მოგცემენ საშუალებას, რომ ისინი დაამარცხო. ამას ვეუბნებოდი ჩემს მოთამაშეებს "მიოლდეშიც": საჭიროა იმუშავო მათზე მეტად, მიიღო სიამოვნება, გააკეთო პასი წინ, გაიქცე წინ და თუ ბურთს დაკარგავ, აუცილებლად იზრუნო მის დაბრუნებაზე," - განაცხადა სოლსკიაერმა მატჩის შემდეგ. ნორვეგიელი სპეციალისტის ხელში "იუნაიტედმა" მოიგო 11 თამაში, 2-ჯერ ფრეს დასჯერდა და ერთადერთი წაგება "პსჟ"-სთან, ჩემპიონთა ლიგაზე აქვს. დღევანდელ დღეს სოლსკიაერს 10 მოთამაშე აკლია. ტრავმიანობის მხრივ ასეთ ცუდ ვითარებაში გუნდი ბოლოს ლუი ვან გაალის მწვრთნელობის დროს იყო. ჰოლანდიელს მაშინ 14 კაცი აკლდა.

იმ ფეხბურთელთა სია, რომელთაც ტრავმა აქვთ:

manchester-united-injuries_qq6l8hfk7nyk1o41lcd0ekizt
აღსანიშნავია, რომ მოურინიოს უკანასკნელ 17 მატჩში "იუნაიტედის" ფეხბურთელები საშუალოდ შეხვედრაში 98 სპრინტს ასრულებდნენ. ეს ციფრი სოლსკიაერის თავკაცობით 109-ს აღწევს. საბოლოო ჯამში, ჟოზეს სიტყვები, რომ მის გუნდებში ტრავმიანობის მაჩვენებელი დაბალია, სწორი გამოდგა. მისი ფრთხილი და ნაკლებად მებრძოლი ტაქტიკა ბევრ დაზიანებას არ ითვალისწინებს. სოლსკიაერის მიდგომა რა თქმა უნდა, მართებულია, თუმცა "იუნაიტედის" ფეხბურთელები ჯერ ასეთ დატვირთვას ვერ უძლებენ.

სხვა სტატიები