Belive

რატომ არის იუვენტუსის ახალ ფორმაზე ვარდისფერი შტრიხი?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" 2019-20 წლების სეზონში ახალი ფორმით ითამაშებს, რომელზეც თეთრ და შავ ზოლებს შორის ვიწრო, ვარდისფერი ზოლი არის. მაისურის ინტერნეტსივრცეში გამოჩენისთანავე გულშემატკივრები ვარდისფერმა ზოლმა დააბნია და მათ შავ-თეთრ მაისურს მესამე ფერი ვერ დაუკავშირეს. საქმე ისაა, რომ 1903 წლიდან "იუვენტუსი" შავ-თეთრი მაისურებით და თეთრი, იშვიათად შავი, ტრუსებით თამაშობს. თავდაპირველად კლუბი ვარდისფერი მაისურებით გამოდიოდა. მუდმივმა რეცხვამ ისინი გაახუნა და ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფერი შეეცვალა თეთრით. მათ სთხოვეს ინგლისელ ჯონ სევიჯის თუ ჰქონდა მას კავშირები სამშობლოში მაისურის მწარმოებლებთან. სევიჯის მეგობარი ნოტინგემში მცხოვრები, "ნოთს ქაუნთის" ქომაგი აღმოაჩნდა, რომელმაც შავ-თეთრ ზოლებიანი მაისური "იუვენტუსს" გამოუგზავნა. მას შემდეგ კლუბი სწორედ ამ ფორმით ასპარეზობს. შავ-თეთრი მაისური მიჩნეულია აგრესიულობისა და სიძლიერის სიმბოლოდ.

სხვა სტატიები