Belive

რატომ ატარებს ალექსანდერ-არნოლდი 66 ნომრიან მაისურს?

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დებიუტი 66-ნომრიანი მაისურით შედგა - ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის დროს, "ლივერპულის" ამომავალი ვარსკვლავი იგივე ნომრით ასპარეზობდა. 2-ნომრიანი მაისურის მფლობელი ნათანიელ კლაინია, რომელიც ალექსანდერ-არნოლდმა ჩაანაცვლა და დაცვის მარჯვენა ფლანგზე იურგენ კლოპის უპირველეს არჩევნად იქცა. იმ შემთხვევაშიც კი თუ მარჯვენა მცველისათვის განკუთვნილი ტრადიციული ნომერი (2) თავისუფალი იქნებოდა - ტრენტი მაინც 66-ნომრიანი მაისურით იასპარეზებდა. შესაძლოა განაპირა მცველისათვის აღნიშნულ ნომერს მცირედი სენტიმენტალური დატვირთვა აქვს, მაგრამ პროფესიონალური ფეხბურთელის 4 წლიანი კარიერის მანძილზე, იგი ტრენტს შესანიშნავად გამოადგა. "ლივერპულის" წარმომადგენელმა - ლი რედკლიფმა 21 წლის ვარსკვლავის ბუნებასა და მის ნომერზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. "როდესაც აკადემიის აღზრდილი ახალგაზრდა ძირითად გუნდში გადაგვყავს მას მაღალ ნომერს ვაძლევთ. ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ აკადემიიდან ძირითად გუნდში დაწინაურებულ ფეხბურთელს რომ დაბალი ნომერი მივცეთ. ტრენტმა გამარჯვებები მოიპოვა და ტიტულები 66-ნომრიანი მაისურით აღმართა - ეს გასაკვირი სანახაობაა, რომლის ახსნაც არ შემიძლია. გასაკვირია ასეთი მაღალი ნომერი და მისი მფლობელი, რომელიც ბედნიერია ამ ყველაფრით. საქმე იმაშია, რომ ძირითად გუნდში ყოფნით ტრენტი უბრალოდ ბედნიერია და ვერ აანალიზებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და კარგი ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, ის საერთოდ არაფერს ითხოვს. ვფიქრობ ტრენტის დამოკიდებულება ამ ყველაფერზე ასეთია: დიახ მე ეს ნომერი მომცეს და დავიტოვებ. ის ვერ ხვდება, რომ განვლილ წლებთან და გასაოცარ ასპარეზობასთან ერთად, 66-ნომრიანი მაისური საკულტოდ აქცია", - აღნიშნა ლი რედკლიფმა.

 
View this post on Instagram
 

Absolutely love this. Thanks to everyone at @theanfieldwrap and great to raise awareness of the brilliant work Fans Supporting Foodbanks do in the community. 🔴 #YNWA

A post shared by Trent Alexander-Arnold (@trentarnold66) on

იურგენ კლოპის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ნიჭს, აკადემიაში ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა წარმოადგენს. გერმანელი სპეციალისტის მეშვეობით, არაერთი ტალანტი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავად იქცა - ერთ-ერთი მათგანი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდია. "ლივერპულის" მაისურით ჩატარებულ 125 შეხვედრაში, ტრენტმა მარჯვენა მცველისათვის შთამბეჭდავი 34 ასისტი გაიფორმა და 6 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები