Belive

რატომ ჩაიშალა ვან დე ბეეკის რეალში ტრანსფერი?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულის დონი ვან დე ბეეკის აგენტი ადასტურებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, 23 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. "დაინტერესებულ კლუბებს შორის იყვნენ "ბარსელონა", მადრიდის "რეალი", "იუვენტუსი" და "არსენალი". მარტში ყველაფერი მზად იყო დონის "რეალში" გადასასვლელად, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველაფერი გადაიდო. შემდეგ უკვე ბაზარზე სიტუაცია მთლიანად შეიცვალა და ვან დე ბეეკი მანჩესტერში აღმოჩნდა", - ამბობს აგენტი. ამსტერდამის "აიაქსის" აკადემიის მორიგი ნიჭიერი ნაყოფი "წითელმა ეშმაკებმა" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირეს და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

სხვა სტატიები