Belive

რატომ დაანება ფეხბურთს თავი დორტმუნდის 21 წლის ფეხბურთელმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" 21 წლის ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა. დარიო სკუდერიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო. მან ფეხი მოიტეხა, თუმცა ჩაითვალა, რომ ყველაზე მძიმე მოტეხილობა აქვს, რაც კი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილა. "ბორუსია" "ლეგიას" ეთამაშებოდა, როდესაც სკუდერიმ ტრავმა მიიღო. მისი ექიმის თქმით, ეს იყო უმძიმესი ტრავმა.
"ეს იყო უმძიმესი ტრავმა, რაც შეიძლება წარმოიდგინო. მას გაგლეჯილი აქვს კუნთები, მყესები და ყველა ის ორგანო, რაც მათ აკავშირებს" - განაცხადა ექიმმა.
თავად ფეხბურთელის თქმით კი, მისი ოცნება იყო დიდი ფეხბურთის თამაში და "ბორუსია" მისი ოჯახია.

სხვა სტატიები