Belive

რატომ დაემუქრა მაკელელე რონალდინიოს საავადმყოფოში გაშვებით?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კლოდ მაკელელემ შორეულ წარსულში, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მატჩი გაიხსენა. როგორც ჩანს, ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი კატალონიელთა ბრაზილიელმა ჯადოქარმა, რონალდინიომ გააღიზიანა. "ერთ-ერთ მომენტში რონალდინიოსთან მივედი და ვუთხარი: "ბავშვო, მირჩევნია, რომ მისაღები მანერებით მომატყუო, თუ ამას Playstation-ის ფინტებით განაგრძობ, აუცილებლად საავადმყოფოში გაგიშვებ. რა თქვა შემდეგ რონალდინიომ? მან ბურთი მომცა და პატიება მთხოვა," - თქვა მაკელელემ.

სხვა სტატიები