Belive

რატომ ემატება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს დიდი დრო? - კოლინას პასუხი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა იტალიელმა მსაჯმა, პიერლუიჯი კოლინამ, განმარტა თუ რატომ ემატება დიდი დრო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს:

,,ყველა გავაფრთხილეთ, რომ არ გაკვირვებოდათ, თუ მსაჯი 6, 7 ან 8 წუთს დაამატებდა. თუ გსურთ მეტი სათამაშო დრო, მაშინ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დაფიქრდით 3-გოლიან მატჩზე - თითო გოლს აღნიშვნისთვის წუთნახევარი მაინც სჭირდება, ასე რომ, გატანილი გოლებით 5-6 წუთს ვკარგავთ.

გვინდა, რომ დამატებით დრო ზუსტად გამოვთვალოთ. ეს, შესაძლოა, მეოთხე მსაჯმა გააკეთოს. მაშინაც კი, როცა მსაჯი ვიყავი, ინფორმაცია დამატებითი დროის შესახებ მეოთხე რეფერისგან მოდიოდა, რადგან შენ ზედმეტად ხარ ორიენტირებული იმაზე, რაც მოედანზე ხდება,'' - განაცხადა კოლინა.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ინგლისისა და ირანის მატჩს ჯამში სულ 24 წუთი (14 პირველ ტაიმს, 10 - მეორე ტაიმს) დაემატა, თუმცა შეხვედრა კიდევ უფრო დიდ ხანს გაგრძელდა.