Belive

რატომ გადადგა ანიელი და იუვენტუსის დირექტორთა საბჭო?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი თანამდებობიდან გადადგნენ. მათთან ერთად დაკავებული პოზიციები დატოვეს საბჭოს თანამშრომელმა სიუზან ჰეივუდმა, ლოურენს დებრუქსმა, მასიმო დელა რაჯიონემ, კეტრინ ფინკიმ, დანიელა მარილუნგომ და ფრანჩესკო რონკალიომ.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემაც დატოვა თანამდებობა, ის ახალი საბჭოს არჩევამდე განაგრძობს მუშაობას.

”ჩვენ, როგორც კომპანია, დელიკატური მომენტის წინაშე ვდგავართ. ერთიანობა აღარ იგრძნობა. ჯობს ყველამ ერთად დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები და ახალ გუნდს მივცეთ მუშაობის საშუალება“. - მისწერა ანიელიმ მის თანამშრომლებს.

საინტერესოა, რომ "იუვენტუსის" საბჭომ ხელფასის გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა მოთამაშეები და ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი შეთანხმდნენ, რომ ეპიდემიის დროს, ხელფასები შეემცირებინათ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იტალიელმა პროკურორებმა გარკვეული ხარვეზი აღმოაჩინეს ფინანსურ საკითხებში. ე.წ. ანაზღაურების გადაადგილების გამოძიებამ, გამოიწვია გუნდის ხარჯების ცვლილება, 2020 წლის ივნისის ბოლოს, 2021 წლის ივნისისა და 2022 წლის ივნისისთვის. ერთ-ერთი იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა "ბებერ ქალბატონს" იგივე შეემთხვას, რაც 2006 წელს.

შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია ტურინულ გრანდს წარმატებისთვის არ მიუღწევია. ევროპის გარდა, ისინი შიდა ჩემპიონატშიც ვეღარ დომინირებენ. ბოლო ორი წელია უკვე "იუვენტუსი" ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჩამოშორებულია. გარდა ამისა, "ბებერი ქალბატონი" სამეულში მოხვედრასაც ვერ ახერხებდა.

სხვა სტატიები