Belive

რატომ გადავიდა დე ლიხტი იუვენტუსში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მატეის დე ლიხტმა განმარტა, თუ რატომ არჩია ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას". ნიდერლანდელი ფეხბურთელი შარშან ზაფხულში ამსტერდამის "აიაქსიდან" "ბებერ ქალბატონს" 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეურთდა. "ზაფხულში "პსჟ-დან", "ბარსელონადან" და "იუვენტუსიდან" მქონდა. საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებისას მთელი დღე ვფიქრობდი, დადებითი და უარყოფითი მხარეები ავწონ-დავწონე და საბოლოოდ არჩევანი იტალიურ კლუბზე გავაკეთე.  გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ ვიცოდი "იუვეში" უფრო მეტი სათამაშო დრო მექნებოდა. "ბიანკონერის" განსაკუთრებული სათამაშო სტილი აქვს და აქ თამაშით სრულყოფილი ფეხბურთელი გავხდები", - თქვა 20 წლის ცენტრალურმა მცველმა. "იუვეში" გადაბარგების შემდეგ, დე ლიხტმა 26 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები