Belive

რატომ გაეცინათ გერმანელ ფეხბურთელებს წუთიერი დუმილის დროს? (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა (2:2) წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა ქალაქ ჰალეში, სინაგოგაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. გერმანელთა შემტევმა, სერჟ გნაბრიმ არგენტინასთან მატჩში გოლის გატანა მოახერხა და კარგადაც ითამაშა, თუმცა ხალხმა ის სულ სხვა მიზეზით გააკრიტიკა. საქმე იმაშია, რომ გნაბრის წუთიერი დუმილის დროს გაეცინა. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი ერთ-ერთი გერმანელი ფანის მიერ, ეროვნული ჰიმნის ხმამაღლა შესრულება და მასზე სხვა ადამიანის გამოხმაურება: "მოკეტე!" გახდა. მოგვიანებით, სერჟს მოუბოდიშეს და მადლობაც კი გადაუხადეს.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები