Belive

რატომ შეცვალა ზიდანმა კურტუა? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბრიუგესთან" საშინაო კედლებში ნათამაშები ფრის (2:2) დროს, მადრიდის "რეალმა" გუნდის მთავარი მეკარე ტიბო კურტუა დაკარგა. ბელგიელმა გოლკიპერმა მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა და მის ნაცვლად თამაშში ალფონსო არეოლა ჩაერთო. თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ ზინედინ ზიდანმა 27 წლის მეკარე კურიოზული გოლის გაშვების მერე შეცვალა, თუმცა ესპანური გამოცემების ინფორმაციით, საქმე ჯანმრთელობის პრობლემასთან გვაქვს. როგორც AS-წერს, კურტუამ გასახდელში გასვლისას თავის ტკივილი იგრძნო და კუჭის ტკივილმა შეაწუხა, რამაც "სამეფო კლუბის" კარის დარაჯს თამაშის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს - 2 ტურში ერთადერთი ქულა და ბოლო ადგილი. შემდეგი მატჩი "ბლანკოსებს" 23 ოქტომბერს თურქეთში, გალათასარაის წინააღმდეგ ელით.

სხვა სტატიები