Belive

რატომ სკანდირებდნენ ოლდ ტრაფორდზე ჯესი ლინგარდის სახელს?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის პრემიერლიგის ეგიდით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც "მანჩესტერ სიტისათვის" მოგება ჩემპიონობისაკენ უდიდეს გადადმულ ნაბიჯს უდრიდა. შეხვედრის მსვლელობისას ჯესი ლინგარდმა ფაქტობრივად 100%-იანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ტრიბუნები მის სახელსა და გვარს სკანდირებდნენ. ეს ყველაფერი "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებმა იმით ახსნეს, რომ თუ "სიტი" ამ შეხვედრაში 3-ქულას ვერ მოიპოვებდა, მათი მოსისხლე მტერის "ლივერპულის" საჩემპიონო შანსები ერთიორად იზრდებოდა.  

სხვა სტატიები