Belive

რატომ თქვა კლოპმა უარი მანჩესტერში მუშაობაზე?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2013 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლლის შემდეგ, იურგენ კლოპი შოტლანდიელის შემცვლელთა მოკლე სიაში ფიგურირებდა. 53 წლის სპეციალისტი "ლივერპულთან" ერთად, ინგლისის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა შესაძლოა ყველაფერი განსხვავებულად ყოფილიყო. რომ არა გერმანელი მწვრთნელის მეუღლე იულია სენდროკი, კლოპი დღეს შესაძლოა "წითელი ეშმაკების" თავკაცი ყოფილიყო. პირველად, გლეიზერებმა კლოპოს სამსახური 2013 წელს, ფერგის ეპოქის დასრულებისას, მეორედ კი მისი შემცვლელის, დევიდ მოიესის დათხოვნის შემდეგ შესთავაზეს, როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში იურგენს მეუღლემ გადააფიქრებინა. "ლივერპულის" ვეტერანი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ამჟამად კი Sky Sports-ის ექსპერტი ფილ ტომპოსნი ყვება, რომ კლოპმა მას "იუნაიტედში" არ გადასვლის მიზეზი გაანდო და უთხრა, რომ მისი მეუღლე ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, იგი თვლიდა, რომ კლოპი "ლივერპულისთვის" იყო შექმნილი - მგონი მართალი გამოდგა... მერსისაიდელთა მესაჭე ინგლისამდე დორტმუნდის "ბორუსიას" წვრთნიდა, სადაც ორჯერ ბუნდესლიგა, ერთხელ ქვეყნის თასი, 2-ჯერ კი სუპერთასი მოიგო და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.

სხვა სტატიები