Belive

რატომ თქვა ზიდანმა პსჟ-ს მწვრთნელობაზე უარი - ფრანგულ მედიაში მიზეზი სახელდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ამ ზაფხულს ,,პარი სენ ჟერმენს'' არ ჩაიბარებს. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზიდანის სურვილი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობაა, რაც იმ შემთხვევაში მოხდება თუ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დიდიე დეშამი პოსტს დატოვებს. შესაბამისად, სპეციალისტის უარის მიზეზი სწორედ ეს გახდა, თუმცა RMC Sport-ი იმასაც წერს, რომ ის მომავალში ,,პსჟ-ში'' მუშაობას არ გამორიცხავს. ,,პარი სენ ჟერმენის'' ამჟამინდელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოა, რომელიც, დიდი ალბათობით, გუნდს მალე დატოვებს. ზიდანი უგუნდოდ 2021 წლის მაისიდანაა. ზიზუმ მადრიდის ,,რეალთან'' ერთად 11 ტიტულის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები