Belive

რატომ წავიდა ბუფონი პსჟ-ში?

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, მის თავს ბოლო წლებში დატრიალებულ მოვლენებზე ისაუბრა. იტალიის ნაკრების ყოფილმა კარის დარაჯმა განმარტა, თუ რატომ წავიდა იგი "იუვენტუსიდან" "პსჟ-ში" და შემდეგ უკან დაბრუნდა.
"იუვეში" დაბრუნება ბუნებრივი და მოსალოდნელიც კი იყო. პარიზში შესანიშნავი წელიწადი გავატარე, ეს ტოქსინებისგან გათავისუფლებისთვის მჭირდებოდა. "პარი სენ-ჟერმენში" ყოფინისას "იუვენტუსის" პრეზიდენტთან, სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიცისთან და ძველ მეგობრებთან ყოველთვის ვკონტაქტობდი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალ წელს. 2 წლის წინ, კარიერა თითქმის დავასრულე, შემდეგ კი ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. თავს კვლავაც შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა იმ ოცნებებს დავეხმარო, რომელიც მაშინ მქონდა, როცა პატარ ბიჭი ვიყავი. მაშინ რომ ეთქვათ, რომ სერია C-ს მეკარე გავხდებოდი, უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი",-თქვა 42 წლის გოლკიპერმა.
"ბიანკონერის" ლეგენდამ თავისი ბავშვობის წლები გაიხსენა და საინტერესო ინფორმაციაც გააჟღერა.
"გინდათ გაგაოცოთ? მე 7 წლის ასაკამდე "იუვენტუსის" გულშემატკივარი ვიყავი. ძალიან მომწონდა ჯოვანი ტრაპატონის სტილი და როცა ის 1986 წელს "ინტერში" გადაბარგდა, "ნერაძურის" ქომაგობა დავიწყე",-თქვა ჯიჯიმ. ამ სეზონში, ჯიჯიმ 11 მატჩში ითამაშა, 9 გოლი გაუშვა და 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები