Belive

რატომ უწოდებენ ამერიკელები ფეხბურთს "სოკერს"?

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ამერიკელები და ბრიტანელები ერთ ენაზე საუბრობენ, თუმცა მათ შორის მაინც არაერთი ნიშანდობლივი განსხვავება არსებობს. მაგალითად:
  • Trousers (ბრიტ.) Vs. Pants (ამერ.) - შარვალი;
  • Autumn (ბრიტ.) Vs. Fall (ამერ.) - შემოდგომა;
  • Maths (ბრიტ.) Vs. Math (ამერ.) - მათემატიკა;
  • Football (ბრიტ.) Vs. Soccer (ამერ.) - ფეხბურთი.
საინტერესო, თუმცა ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ სიტყვა "სოკერი" ამერიკულ ინგლისურში დიდი ბრიტანეთიდან შევიდა. სტეფან ზიმასნკის წიგნში, "ეს ფეხბურთია და არა სოკერი," ვკითხულობთ რომ სიტყვა "სოკერი" მე-19 საუკუნეში, დიდ ბრიტანეთში შეიქმნა, აშშ-ში კი "სოკერი" ბრიტანელებმა შეიტანეს.
img-banner_1_0
აშშ-ში "სოკერის" გამოყენება, ამ ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარულობის ზრდასთან პირდაპირ კავშირში იყო: რაც უფრო პოპულარული ხდებოდა ფეხბურთი, მით უფრო ხშირად ისმოდა აშშ-ში სიტყვა "სოკერი." თუმცა ნიშანდობლივია რომ "სოკერს" აშშ-ის დასავლეთ ნაწილში უფრო ხშირად იყენებდნენ, ბრიტანელებმა კი თანდათანობით დაივიწყეს სიტყვა "სოკერი" და დასცინოდნენ მათ, ვინც ფეხბურთს Football-ს არ ეძახდა.
ამავე წიგნში ვკითხულობთ, რომ სიტყვა "ფეხბურთი" (Football) ინგლისურ ენაში 1486 წელს გამოჩნდა და საუკუნეების განმავლობაში, ეს მიღებული ტერმინი იყო. ასწლეულების განმავლობაში, ფეხბურთმა, როგორც სპორტმა, სხვადასხვა ფორმები და წესები შეიძინა. მაგალითისთვის, ირლანდიაში პოპულარულია გელური ფეხბურთი, რომელსაც თამაშობს ორი 15-კაციანი გუნდი, მოთამაშეებს კი აქვთ უფლება, ბურთი როგორც ფეხით, ასევე ხელით ატარონ (იხილეთ ვიდეო).
1863 წელს, ინგლისში საფეხბურთო ასოციაცია შეიქმნა, რომელმაც კლასიკური ფეხბურთის წესები შეიმუშავა. სწორედ ამ პერიოდში წარმოიქმნა სიტყვა "სოკერი" - ეს იყო სპორტის ოფიციალური დასახელებიდან წარმოქმნილი ნეოლოგიზმი (Association Football), რომელმაც გარკვეული ცვლილება განიცადა (Association - Soc - Soccer).
1869 წელს, ისტორიაში პირველი ამერიკული სტილის ფეხბურთის მატჩი ჩატარდა - ერთმანეთს "პრინსტონი" და "რატგერსი" დაუპირისპირდნენ. 5 წლის წინ, ბრიტანეთში საფეხბურთო ასოციაციის მიერ გაწერილმა წესებმა ცხადყო, რომ ეს სულ სხვა სტილის თამაში, ამერიკული ფეხბურთი იყო. სწორედ ამ პერიოდში, "სოკერი" და "ფეხბურთი" ერთმანეთისგან მკვეთრად გაიმიჯნა. სიტყვა "სოკერზე" ბრიტანელები ხშირად ხუმრობენ, თავად ამერიკელი გულშემატკივრები კი ამბობენ, რომ "სოკერი" უბრალოდ არ არსებობს და ამ სპორტს ფეხბურთი ჰქვია. ამის მიუხედავად, ამერიკის კონტინენტზე სიტყვა "ფეხბურთელზე" არა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, არამედ რასელ უილსონი და აარონ როჯერსი ახსენდებათ.

სხვა სტატიები