Belive

რატომ ვერ გადაიბირა მანჩესტერ იუნაიტედმა ჰოლანდი 3 წლის წინ?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" და მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი კვლავაც "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნედ რჩება. დღეს ახალგაზრდა ნორვეგიელის სატრანსფერო ფასი €110 მილიონს შეადგენს, თუმცა ირკვევა, რომ 3 წლის წინ, ინგლისურ გრანდს ნორვეგიელი ტალანტის შეძენა 3 მილიონად შეეძლო. "ქოვენთრის" ვეტერანი მეკარის და "ევერტონის" ყოფილი სკაუტის, ბრაიან კინგის თქმით, მოლაპარაკების პროცესში კურიოზულ შეცდომას ჰქონდა ადგილი. ჰოლანდის შეძენა "მანჩესტერსა" და "ზალცბურგს" სურდათ და ისე ჩანდა, რომ "წითელი ეშმაკები" ჰოლანდის გადაბირების საქმეში გამარჯვებულები იყვნენ. ბრიტანული Mirror-ის თანახმად, ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელის მაშინდელ წარმომადგენელს, ჯიმ სოლბაკენს განუცხადა რომ "რედ ბულის" კლუბთან კონტრაქტის გამოსყიდვაში დაეხმარებოდა და საამისოდ 3 მილიონ ევროს გამოყოფდა. დილის 9 საათი დათქმული დრო გახლდათ. სოლბაკენი ამ დროს ნორვეგიაში იმყოფებოდა, ნორვეგიასა და ბრიტანეთს შორის კი, ერთსაათიანი სხვაობაა. როდესაც "წითელი ეშმაკები" სოლბაკენს დაუკავშირდნენ, უკვე გვიანი იყო - ჰოლანდს "ზალცბურგთან" კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული ჰქონდა.

"კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემა იყო, უჩვეულო სიტუაცია, რომელსაც დამნაშავე არ ჰყავდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, "ევერტონი" ცხადია იმედგაცრუებული იქნება. ახლა თუ ვინმე მოისურვებს ჰოლანდის შეძენას, მაშინ საამისოდ 100 მილიონი უნდა გაამზადოს. ბოლო სამი წლის განმავლობაში მან უდიდესი ნაბიჯები გადადგა. მისი დამაგვირგვინებელი ფაზა ჰარი კეინისას ჰგავს. როცა ჰარი ბურთს საჯარიმოში მიიღებს, დარწმუნებულია თუ როგორი დარტყმა მოუტანს წარმატებას. ჰოლანდის შემთხვევაშიც ასეა. ის ძველი ყაიდის თავდამსხმელია, რომელსაც  გოლების გატანა ძალიან უყვარს", - თქვა კინგმა.

Manchester United 'missed out on Erling Haaland after timing mix-up saw Red Bull Salzburg sign him'
არადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჰოლანდს კარგად იცნობს და მხარეებს ერთმანეთთან ადაპტაცია არ უნდა გასჭირვებოდათ. 2017 წელს, ნორვეგიელი სპეციალისტი 20 წლის თანამემამულეს "მიოლდეში" ავარჯიშებდა და ახალგაზრდა ფეხბურთელს პროფესიონალური დებიუტიც სწორედ მის ხელში ჰქონდა. მიმდინარე სეზონში, მიუხედავად ტრავმის გამო გაცდენილი ერთი თვისა, ჰოლანდმა დორტმუნდის "ბორუსიას" 26 მატჩში 27 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შესძინა.

სხვა სტატიები