Belive

რატომ ვერ გადაიღო პიტერ კარუჩმა ფოტო პამელა ანდერსონთან? 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა ინგლისელმა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა საინტერესო შემთხვევა გაიხსენა, როცა მას მეუღლემ ნება არ დართო, რომ პამელა ანდერსონთან ფოტო გადაეღო. BBC-სთან ინტერვიუში, 39 წლის ფეხბურთელი იხსენებს, რომ ის ერთხელ ამერიკელი მსახიობისა და მოდელის მიერ გამართულ საღამოზე მიიწვიეს, სადაც იმედი ჰქონდა, რომ Playboy-ს ვარსკვლავთან ფოტოს გადაიღებდა, მაგრამ ები კლენსიმ მას ამის უფლება არ მისცა. "პამელა ანდერსონს ერთხელ, მის მიერ გამართულ ღონისძიებაზე შევხვდი. ის ჩემთან ძალიან ახლოს იდგა და მე ვუთხარი ების: "ხედავ, მე პამელასთან ფოტო მექნება", მან კი მიპასუხა: "არა, შენ ამას არ იზამ". მე არ ვთმობდი: "შენ არ გესმის, ეს ბიჭებს ძალიან მოეწონებათ, მათ პამელა ანდერსონთან გადაღებულ ფოტოს გავუგზავნი, ეს სახალისო იქნება". პასუხად კვლავ უარი მივიღე. მისი სიტყვა კანონი იყო. ეს შოუბიზნესის საქმეა", - ამბობს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი. "ტოტენჰემის", "სტოკის", "ლივერპულის", "ასტონ ვილას", "ნორვიჩის", "ბარნლის", "საუთჰემპტონის", და "პორტსმუთის" ვეტერანმა ფეხბურთელმა კარიერა 2019 წელს, პრემიერლიგის ტიტულის გარეშე დაასრულა. ის ები კლინსკიზე 2011 წელს დაქორწინდა და მასთან 4 შვილი შეეძინა.

სხვა სტატიები