Belive

რატომ ვერ მოხვდა ნეიმარი ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
France Football-მა ოქროს ბურთისათვის მებრძოლი 30 ვარსკვლავი დაასახელა. ნომინანტებს შორის კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი და ვირჯილ ვან დაიკი დომინირებენ - თუმცა ყველასათვის გასაკვირად 30 კაციან განაცხადში ნეიმარი ვერ მოხვდა. გავლენიანი ფრანგული გამოცემის მიხედვით, ნეიმარი ნომინანტთა შორის რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით ვერ მოხვდა. მოედანზე გამოჩენილი არასპორტული საქციელისა და ტრავმიანობის პარალელურად - ნეიმარის სატრანსფერო საგამაც მნიშვნელოვანი უარყოფითი როლი ითამაშა მოვლენების ამგვარ განვითარებაში. "სტრასბურგთან" მიღებული ტრავმის გამო, ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართული მატჩები გამოტოვა, რაც პარიზელებისათვის სავალალოდ დასრულდა. გამოცემის თანამშრომლებმა ნეიმარი საფრანგეთის თასზე მომხდარი ინციდენტის გამოც გააკრიტიკეს, რა დროსაც ნეიმარი ერთ-ერთ გულშემატკივარს თავს დაესხა. ტრავმის გამო, ნეიმარმა კოპა ამერიკაზეც ვერ მიიღო მონაწილეობა, რომელიც სელესაოს ტრიუმფით დასრულდა. ნეიმარის გარშემო აგორებული უარყოფითი მოვლენების კასკადი კი სატრანსფერო საგამ და "პსჟ"-ს დატოვების სურვილმა დააგვირგვინა. ოქროს ბურთის ორგანიზატორებმა ნეიმარის ტრანსფერი "ზაფხულის საპნის ოპერად" შერაცხეს.

სხვა სტატიები