Belive

რაული რეალში ბრუნდება!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა, სადაც მან მადრიდის "რეალის" აკადემიის, "კასტილიის" მწვრთნელი დაასახელა. "მადრიდის რეალის აკადემიას ახალი მწვრთნელი ეყოლება, ეს გახლავთ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი რაულ გონსალეს ბლანკო", - განაცხადა პერესმა. რაული მადრიდელების ღირსებას 1994 წლიდან 2010 წლამდე იცავდა, ის მართლაც მათი ლეგენდაა, მან "რეალის" მაისურით 741 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 325 გოლი გაიტანა და 107 საგოლე გადაცემა მიითვალა.  

სხვა სტატიები