Belive

რაულის გუნდი ფინალშია - უეფას ახალგაზრდული ლიგის დასკვნითი მატჩის მონაწილეები ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ახალგაზრდული ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალისტები ცნობილია. ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველად, გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა მადრიდის "რეალმა", რომელმაც ნახევარფინალში "ზალცბურგის" ბარიერი დაძლია - ბლანკოსებმა ავსტრიელებს -  2:1 მოუგეს. "სამეფო კლუბის" მეტოქე ფინალში ლისაბონის "ბენფიკა" იქნება, რომელმაც თავისმხრივ, წინა ეტაპზე ასპარეზობას ამსტერდამის "აიაქსი" გამოთიშა. საინტერესოა, რომ ესპანური გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ კლუბის ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო გახლავთ. ფინალი 25 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება.  

სხვა სტატიები