Belive

რაულმა შესაძლოა ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი, რაულ გონსალეზ ბლანკო, ამჟამად მადრიდული გრანდის ახალგაზრდული გუნდის, "კასტილიას" მთავარი მწვრთნელია და დიდი ალბათობით, გუნდს სეგუნდა დივიზიონში გადმოიყვანს. ესპანელის მიერ ნაჩვენები შედეგები გერმანიაში არ გამორჩენიათ - მისი გადაბირება ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ "შალკეს" სურდა, თუმცა მოლაპარაკებამ წარმატებით არ ჩაიარა. ახლა კი, რაულს მთავარი მწვრთნელის პოსტს "აინტრახტი" სთავაზობს. რაულისთვის ეს სეზონი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა: "რეალში" გახშირებული ტრავმებიდან გამომდინარე, ზიდანის ხელმძღვანელობით, ძირითად გუნდში არაერთმა ახალგაზრდამ ითამაშა და ცხადია, ამ დროს აღნიშნული რესურსი რაულს აკლდებოდა. ამის მიუხედავად, მისი გუნდი სეგუნდა დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის და ამჟამად, საპლეიოფო ზონაში იმყოფება. გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აინტრახტის" ხელმძღვანელობას სურს, რომ რაულმა ადი ჰუტერი ჩაანაცვლოს, რომელიც კარიერას გლადბახის "ბორუსიაში" გააგრძელებს. სავარადუდოდ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა ზიდანი "რეალის" ხელმძღვანელად. იმ შემთხვევაში, თუკი ფრანგი ზაფხულში გუნდს დატოვებს, მის სავარაუდო შემცვლელებად იოახიმ ლიოვი, მასიმილიანო ალეგრი და რაული სახელდებიან.

სხვა სტატიები