Belive

რეალი 4:1 ლეგანესი - ვიდეო მიმოხილვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში, მადრიდის "რეალმა" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. "ბლანკოსის" მსხვერპლი ლეგანესი აღმოჩნდა, რომელიც მადრიდელებმა 4:1 დაამარცხეს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის "იუვენტუსში" გადაბარგების შემდეგ, კარიმ ბენზემა და გარეთ ბეილი "ბლანკოსის" მთავარ გოლეადორებად მოგვევლინნენ. მიმდინარე სეზონის საწყის 3 ტურში მადრიდელებმა 10 გოლის გატანა შეძლეს. აღსანიშნავია რომ 7 ბეილისა და ბენზემას ანგარიშზეა. "სანტიაგო ბერნაბეუზე", რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში, "რეალი" უპირობო ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა. "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა დასახულ ამოცანას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაართვეს თავი და საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს. კარიმ ბენზემამ "ლეგანესის" წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. თითო-თითო გოლით კი გარეთ ბეილი და სერხიო რამოსი გამოირჩნენ, ამ უკანასკნელმა მატჩის 66-ე წუთზე ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (4:1).

სხვა სტატიები