Belive

რეალი - ატლეტიკო: მადრიდული დერბის პრევიუ

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სრულიად საფეხბურთო სამყარო მადრიდული დერბის მოლოდინშია. 29 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანური ფეხბურთის ორი გამორჩული გრანდის დაპირისპირება გაიმართება. მადრიდული დერბი ყოველთვის იყო გამსჭვალული დრამატული მომენტებითა და განსაკუთრებული სანახაობით. შესაბამისად, გულშემატკივარი დღევანდელი მატჩისგანაც ანალოგიურს ელის. ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტური წარუმატებელი გამოდგა კატალონიური გრანდისათვის, "ბარსელონა" სტუმრად გამართულ შეხვედრაში "ლეგანესთან" დამარცხდა. უშუალო კონკურენტის განიავებული ქულებით სარგებლობა ვერც "რეალმა" შეძლო, რომელიც "სევილიასთან" განადგურდა (0:3) და გულშემატკივართა თვალში შელახული რეპუტაციის აღდგენას, "ატლეტიკოს" დამარცხებით შეეცდება. შეიძლება ითქვას, რომ "ბლანკოსს" გამარჯვების გარდა სხვა ალტერნატივა არც აქვს. ლეგენდარულ "სანტიაგო ბერნაბეუზე" თანაქალაქურ "ატლეტიკოსთან" დამარცხება, გულშემატკივრებში უკმაყოფილების არნახულ ტალღას გამოიწვევს, რომლის ადრესატიც პირველ რიგში ხულენ ლოპეტეგი იქნება. ყველა ტურნირზე, ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი სამი შეხვედრიდან, სამივე ფრედ დასრულდა. მიუხედავად ამისა, ურთიერთშეხვედრებში "რეალი" ტოტალური უპირატესობით სარგებლობს და "სანტიაგო ბერნაბეუზეც" გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით გადის. ესპანეთის ლა ლიგის ეგიდით, მადრიდულ გრანდებს შორის გამართული 162 მატჩიდან 86 "რეალის" გამარჯვებით, 37 ფრედ, ხოლოდ 39 "ატლეტიკოს" გამარჯვებით დასრულდა. მადრიდულ დერბის "ატლეტიკო" მნიშვნელოვანი დანაკლისის გარეშე ხვდება. საპირისპიროდ, "რეალს" ორი ლიდერი აკლია. მარსელო და ისკო, მოედანზე გასვლას ტრავმების გამო ვერ შეძლებენ.

სხვა სტატიები