Belive

რეალი ბუნდესლიგის ვარსკვლავს ყიდულობს? - სამეფო კლუბი გერმანელით დაინტერესდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" თავდასხმის გაძლიერებას ბუნდესლიგის ვარსკვლავით აპირებს. ლუკა იოვიჩის შემდეგ, "სამეფო კლუბს" გერმანიის ელიტარული საფეხბურთო დივიზიონიდან ტიმო ვერნერის დამატება სურს. Sky Sports-ის გერმანული ვერსიის ინფორმაციით, "ბლანკოსები" გერმანიის ნაკრების ფეხბურთელით ძალზედ დაინტერესებულები არიან და "რედ ბულის" კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. სავარაუდოდ, 23 წლის ფეხბურთელი ლა ლიგაში ზაფხულში გადაბარგდება. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 30-დან 60 მილიონი ევროს ფარგლებში იმერყევებს. წინა თვეებში, აქტიურად იწერებდოა, რომ ვერნერის დამატება მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესებში შედიოდა. ამ სეზონში ვერნერმა ყველა ტურნირზე 23 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორეა, ხოლო "ლაიპციგთან" მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

სხვა სტატიები