Belive

რეალი და პსჟ მბაპესათვის იბრძოლებენ?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერების მსურველი გუნდები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ტრანსფერებით დაინტერესებულ აქტიურ კლუბებს შორის, რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალიცაა", რომელთა ხელმძღვანელობამ კილიან მბაპესთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური და ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს. რამდენიმე დღის წინ "ბლანკოსის" წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრისას დარწმუნებით განაცხადეს, რომ მომდენო ზაფხულს გუნდს უნიჭიერესი 2 ახალგაზრდა ფეხბურთელი - საყოლვეთაოდ ცნობილი კილიან მბაპე და ჯერ კიდევ უცნობი ედუარდო კამავინგა შეუერთდებიან. Marca-ს ცნობით, მადრიდელებმა აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ დაადასტურეს. როგორც ცნობილია, "რეალმა" "პსჟ"-ს თხოვნით მიმართა, რომ მბაპესათვის ახალი კონტრაქტი აღარ შეეთავაზებინათ, თუმცა როგორც ჩანს ფრანგული კლუბი 21 წლის ფეხბურთელთან ასე მარტივად შელევას არ აპირებს. არსებული საფრთხიდან გამომდინარე "პსჟ"-მ მბაპეს წარმოუდგენელი საკონტრაქტო შეთავაზება მოუმზადა, თუმცა შიდა დეტალები ამ ეტაპისათვის ცნობილი არაა.

სხვა სტატიები