Belive

რეალი ედენ აზარს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ტრანსფერზე დააყენებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ბელგიელი სუპერვარსკვლავი ედენ აზარი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის გახსნისთანავე "ხელმისაწვდომი" გახდება, ვინაიდან ესპანური მედიის თანახმად მადრიდული კლუბი მზადაა ფეხბურთელის გასხვისების შესაძლო ვარიანტები განიხილოს. მას შემდეგ, რაც "ლოს ბლანკოსმა" "ჩელსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება ვერ დაძლია, ედენ აზარი ყოფილ გუნდელებს კარგი განწყობით ესაუბრებოდა, რაც არც კამერებს გამორჩენიათ და არც მადრიდული კლუბის ქომაგებს, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. აზარის სამეფო კლუბში გადასვლა საკმაოდ რეზონანსული იყო, თუმცა ამჟამინდელი რეალობის თანახმად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ტრავმიანობის გათვალისწინებით, ფეხბურთელმა მასზე დამყარებული მოლოდინები ვერ გაამართლა. 2019 წლიდან დღემდე, ედენ აზარმა "რეალის" შემადგენლობაში 40 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მხოლოდ 4 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები