Belive

რეალი ევროპის ყველაზე ძვირადღირებული კლუბია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" რომ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კლუბი გამხდარიყო, გასული სეზონის წარუმატებლობას ხელი არ შეუშლია. უახლესი კვლევის თანახმად, "ბლანკოსის" ღირებულება 3 მილიარდ 224 მილიონ ევროს შეადგენს. მე-2 ადგილზე მოდის "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც 3 წლის განმავლობაში პირველობას არ კარგავდა. ინგლისელთა ფასი 3 მილიარდ 207 მილიონია. მე-3 ადგილი "ბაიერნს" (€2,696) დაუთმო და მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა "ბარსელონა" (€2,676). შემდეგ მოდიან "სიტი" (€2,460), "ჩელსი" (€2,227), "ლივერპული" (€2,095), "არსენალი" (€2,008), "ტოტენჰემი" (€1,679) და "იუვენტუსი" (€1,548). უნდა აღინიშნოს, რომ გასულ სეზონთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა "ატლეტიკოს" ღირებულება. მადრიდელთა ფასი თითქმის გაორმაგებულია და ახლა მილიარდ ევროს შეადგენს. ასევე, ევროპის 10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბიდან 6 ინგლისს წარმოადგენს.

სხვა სტატიები