Belive

რეალი იანვარში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' ხელმძღვანელობა იანვარში ტრანსფერზე რამდენიმე ფეხბურთელს დააყენებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ,,სამეფო კლუბს'' გარეტ ბეილისა და ისკოს გაყიდვა სურს, რომლებსაც გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურებათ. გარდა ამისა, მარკა წერს, რომ ,,რეალი'' გაითვალისწინებს მარსელოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. ასევე, მადრიდელები წინადადებებს მარიანო დიასის, ლუკა იოვიჩისა და ედენ აზარის ტრანსფერზეც განიხილავენ. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარლო ანჩელოტის გუნდი 46 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,სევილიას'' 8 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები