Belive

რეალი ინტერს ბენზემას გარეშე შეუტევს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "ინტერი" "რეალს" დაუპირისპირდება. მილანში გასამართ მატჩს მადრიდული გრანდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. "სამეფო კლუბს" "ნერაძურის" წინააღმდეგ სერხიო რამოსი და კარიმ ბენზემა ვერ დაეხმარებიან. "რეალის" კაპიტანმა სანაკრებო პაუზის დროს, გერმანიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო ტრავმა - რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი ფორვარდი 8 ნოემბერს, "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებდა, თუმცა ზიდანის მიერ დასახელებულ 21-კაციან შემადგენლობაში ბენზემას ადგილი ვერ მოიძებნა. რამოსისა და ბენზემას დანაკლისის ფონზე, "რეალის" ბანაკში სასიამოვნო სიახლეც გავრცელდა. წყაროს მტკიცებით, კაზემირო სათამაშოდ მზადაა და "ინტერის" წინააღმდეგ მოედანზე გასვლას შეძლებს.

სხვა სტატიები